Regionale Trum to Firenze
ოთხი დღე რომში საკმარისი აღმოჩნდა, რომ ემოციებით დახუნძლულს, მზიანი
დღეების და წვიმიანი ღამეების შემდეგ საოცრად დავღლილიყავი და მატარებელში ჩაჯდომისას, განმარტოვებით გემრიელად მოკალათებასა და ძილს ვაპირებდი. თუმცა ხელის შემშლელი გარემოებები ბევრი იყო, მაგალითად ჩემს მოპირდაპირედ გერმანელი წყვილი იჯდა, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ ბილეთი არ გაუაქტიურებიათ ჩასხდომისას და გამცილებელი მათ ორმოცდაათი ევროს ჯარიმის გადახდას სთხოვდა. ქართულმა სისხლმა და მეტიჩრობამ გაიღვიძა ჩემში... ჩავერთე საუბარში და საბოლოოდ
გერმანელების სასარგებლოდ გადაწყდა დავა, იტალიელი, ვითომ სიმპათიური „პრავადნიკი“
მალევე დაგვემშვიდობა, კეთილი მგზავრობა გვისურვა და წავიდა :)
მოვიმარჯვე ყურსასმენები, ჩავრთე ჩემი სამგზავრო „ზბორნიკი“ და თვალები მივნაბე. სურვილი იყო კვლავ ძილი... მაგრამ ფანჯრიდან გადაშლილ სიმწვანეს თვალი ვერ მოვწყვიტე. შემოდგომა იტალიაშიც ლამაზია.. პატარ-პატარა სოფლები ისეთივე კოხტა და ლამაზი აღმოჩნდა, როგოც იტალიურ ფილმებში მინახავს. საბოლოოდ ძალიან ვისიამოვნე ჩქაროსნული მატარებლის ნაცვლად ოთხსაათნახევარი მგზავრობითა და ოცი ევროს დაზოგვით. ულამაზესია... ამაზე მეტად არ
ვიცი როგორ აღგიწეროთ, ვისაც არ გინახავთ იტალიის სოფლები. გამიჭირდებოდა ამ სილამაზის კამერით დაფიქსირება და ამ დროს ვფიქრობდი - ნეტავ მალე გამოიგონებენ იაპონელები, ამერიკელები ან თუნდაც ჩინელები VISION SAVING აპარატს????? ანუ, რომ არ იწვალო კამერის ამოღებაზე -
ხელის გაჩერებაზე - რომ არ აგიკანკალდეს -
გადაღებაზე ... და ა.შ. მოკლედ კარგი კომფორტი იქნებოდა. ხოდა, აი მეც მინდოდა ეს ინოვაციური აპარატი ან აპლიკაცია უკვე მქონოდა და დამეფიქსირებინა მშვიდად ეს სილამაზე ჩემს ტელეფონში ან ლეპტოპში მხოლოდ წამწამების ფახუნით:) გზა დიდი იყო და ძალიან ბევრ სიმღერას მოვუსმინე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ბედნიერებაზე და ისევ სიყვარულზე ... მაგრამ სწორედ მაშინ, როცა დაიწყო MIRA (https://www.youtube.com/watch?v=C6X9uq05H74) თვალწინ გადამეშალა პატარა სოფელი, რომელიც კარამელს ჰგავდა :) ყველა სახლი კარამელის ფერი იყო და მწვანე დარაბები ჰქონდათ, მარტო ზომა და ეზო ანსხვავებდა ერთმანეთისგან. გარშემო შემოდგომა პასტელურ ფერებში იზილებოდა, მე კი ასე მეგონა, გარეთ რომ გავსულიყავი, ჰაერში
ზეითუნისა და კაპუჩინოს სურნელი ერთად იტრიალებდა. აი სწორედ ეს გარემო
და სიმღერა მინდოდა იმისთვის, რომ გამხსენებოდა ჩემი განვლილი ცხოვრებიდან რამოდენიმე და ამ წელს გადამხდარი
ყველა ემოციური ფრაგმენტი.
მე 33 წლის ვარ. სულ რაღაც ორ თვეში 34 მომიკაკუნებს :) და ეს ძალიან კარგია :) კარგია იმიტომ კი არა, რომ ვბერდები ... კარგია წლები რომ მემატება და სულ რაღაც ორ თვეში მე გადავაბიჯებ ზღვარს. საზომ ერთეულს...
ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა.
გვანცა 33 წლამდე და გვანცა 33 წლის მერე :) ყველაზე მეტად ამ ციფრის მეშინოდა და ისე გავიდა ეს წელი, თითქმის არც კი გამხსენებია რომ 33 წლის ვარ.... რაც მახარებს
და აზრს მატებს ჩემ ცხოვრებას, ეს არის ჩემი პატარა ოჯახი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და მიხარია რომ მყავს :) ზუ, ლევანიკო, კესარია და დათო <3 ...
ჩემი მეგობრები <3 ...... სამსახური...... და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოგზაურობა !!!!!
ტურცია
ზამთრის მიწურულს სეზონი გახსნა სტამბულმა.
როგორც იქნა, გოგოებმა წლების
წინ დაგეგმილი სამ დღიანი ვოიაჟი მოვიწყვეთ.
სტამბულში ჯერ კიდევ ციოდა... ასეთი არაფერი და არსად მინახავს, ქუჩაში დადიხარ და თავი რიგში გგონია. უამრავი ტურისტი, შეშლილი
ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჩვენ, გაურკვეველი მიმართულებით ვირეოდით ერთმანეთში. ჯინჯილაკების, ვაჭრობის და დიდი სულთნის ქალაქში ბაირამობა დაგვემთხვა, მაგრამ გამოსავალი კარფურის სუპერმარკეტში ნაყიდ ჰეინეკენში ვნახეთ.
მოლა ჯიგრულად უბერავდა, თოლიები თურქეთის ჟანდარმერიას მაგონებდნენ, მთელი
დღე მათი ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფებოდით და ჩვენც, სხვადასხვა ინტერესებისა და სურვილების მქონე მეგობრებმა, სტამბულში დავტოვეთ ყველანაირი ემოცია:)))
ბათუმელა
სტამბული გაგრძელდა მცირე ვადიანი, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ჯაზ- ფესტივალით. ბათუმი,
მზე, ზღვა და მუსიკა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ლიზა სტენსფილდი აშკარად „სტარჩესკი“ მარაზმში გადავარდნილიყო....ჩემი ბავშობის ფავორიტ
მომღერალს ხმა მეოცე საუკუნეში
დაეტოვებინა და ახლა ხრინწიანი, ძალით დაყენებული ხმით, პატარა შავკანიანი გოგოს ბექებში
იჭაჭებოდა, ამასთან ერთად, უკანალს ისე
აბზრიალებდა, რომ მეგონა, მენჯის ძვალი ამოუვარდებოდა, მას შემდეგ რაც თეძოების და კუდუსუნის უხამსოდ „ზელვა“ დაიწყო.
ამ ფაქტს „ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები“ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას აბრალებდნენ,
თუმცა ამასთან ერთად არ იზარებდნენ ოვაციებსა და შეძახილებს….
აქვე ვაღიარებ, რომ ბათუმი, მზე, ზღვა, და ქეთათო ყოველთვის ზუსტად გამოწერილი რეცეპტია წინა საზაფხულო არდადაგებისთვის :))))))
ისევ ტურცია, მაგრამ სხვა
დანიშნულებით
ახლა ბავშვების სურვილების ასრულების დროც დადგა, მაგრამ მგონი მათზე მეტად მე მიხაროდა :) პირველად იფრინეს თბილისი თურქეთის მიმართულებით და სრულიად შემთხევით პირველი კლასის ბილეთით :) თვითმფრინავში დახოცეს ერთმანეთი თუ ვინ დაჯდებოდა ფანჯარასთან.
ამჯერად კესარიამ გაიმარჯვა, რადგან „სუსტი“ სქესის წარმომადგენელი იყო და თან ასაკითაც
პატარა, მაგრამ აფრენის პროცესმა ისე დაძაბა ორივე, ფანჯარა ცივად დაბურეს,
მზე გვიჭყიტინებსო :))))))
კესარიასთვის პირველი მოგზაურობა იყო უცხო ქვეყანაში... ბევრი შავკანიანი და ბევრიც ჩადრიანი ადამიანი აღმოაჩინა :) ქემერი - მთები, ზღვა, მგუდავი სიცხე და სასტუმრო - „гуляй и
жри сколько влезет“ ძალიან კარგი ერთ კვირიანი დასვენება იყო ჩემ შვილებთან და მეგობრებთან ერთად. იქ მივხვდი, რომ კესარია მინი ნინუცაა :)))))) ორი წუწუნა და ზუილა :))))) „აუუუუუ“ იყო ორივეს საყვარელი სიტყვა და სანამ გავრეკავდი, მანამდე მოვაგვარე ეს პრობლემაც კესოსთან ხმის აწევის გარეშე. დაძაბულმა მზერამ გაჭრა უცხო ქვეყანაში :)) მაგრამ ვაღიარებ, რომ
ნინუცა ყველაზე კომფორტული და უპრობლემო მეგზურია! ერთ კვირიანი თურქული რუჯის და დასვენების კულმინაცია
აღმოჩნდა თურქული აბანო exclusive მასაჟით. გამიმართლა, წამოსვლის წინა დღეს გადავწყვიტე
საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ მეცა პატივი, თორემ ეს სიამოვნება პირველივე დღეს
რომ მიმეღო, ბავშვები აუცილებლად დედის გარეშე დარჩებოდნენ :)))))) მოკლედ, ყველამ ძალიან კარგად დავისვენეთ და დავბრუნდით ჩვენს დედაქალაქში.
...
მერე იყო მუხათწყარო. ისევ მეგობრები,
მწვადები და ჟივილ-ხივილი ...
ჯგილათი
როგორც იქნა გვეღირსა მთელ ოჯახს საყვარელიძეების დაბაში
წასვლაც. აი ჯგილათი კი სულ სხვა განზომილებაა.
ლევანიკოს უკვე ბევრჯერ ნაყლაპი ჯგილათური ჰაერი უზომოდ ახარებდა, მაგრამ კესოს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა. პირველად მამულეთის დალაშქვრამ მას გასაოცარი შთაბეჭდილებები დაუტოვა. იქ სხვადასხვა ასაკის ბავშვი და უფროსი ერთ აზრზე დგება,
ყოველგვარი პრობლემა და სადარდებელი თბილისში, გამოკეტილი კარის მიღმა რჩება და აქ
მხოლოდ გართობაზე და ჭამაზე ხარ ორიენტირებული. მიწასთან სიახლოვე ადამიანს დიდი ენერგეტიკით
მუხტავს. ბუჯა... ბუნებრივი პატარა ჩანჩქერები.. ოქროსფერ ქვიშიანი ტყეები .... ბასეინი...
ჭიდან ამოქაჩული კამკამა წყალი... ყანაში სიმინდის ქურდობა და საღამოს კოცონთან ისტორიების
მოყოლა ....
ჩამოსათვლელი
ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი ჯგილათის სულშია, რომელსაც მისი უხუცესები ალამაზებდნენ.
...
ისე წავედით რამოდენიმე დღეში მე და ზურა ბათუმი-კვარიათის მიმართულებით, ბავშვებს არც კი უწუწუნიათ ჩვენც გვინდა თქვენთან ერთადო. მოკლედ, მშვიდი გონებით და მომდევნო დღეების საოცრად გატარების მოლოდინში დავადექით
აჭარის გზას.
ისევ მეგობრები, მზე და ზღვა .. სანაპიროზე ცხელი სიმინდები...
მმმმმ ახლაც ძალიან მომინდა... მოკლედ, სიამოვნების პიკში ვარ. კვარიათში სასტუმრო „მგზავრებმა“ გვიმასპინძლა და მთელი ოთხი დღე თავი ზღაპარში მეგონა. აი ამას ქვია „სვეცკური“ დასვენება :))))))
Back TO Reality
მალე დავბრუნდით თბილისში და რეალობა სახეში შემეფეთა. ნაცნობი სახეები, დილით ადრე გაღვიძება და სამსახურში 100% ით დატვირთვა არ ამცდა.
SURPRISE – Life is
like a box of chocolate, you never know what you gonna get when you open it !
ორი კვირის შემდეგ, სრულიად შემთხვევით დაიგეგმა ახალი ვოიაჟი. მარი კვერნაძემ ბონუსის სახით იტალიის საგზური მიიღო სამსახურში
და ჩემდა საბედნიეროდ ვახომ ვერ გაიზიარა ეს ბედნიერება, ასე რომ მე მხვდა წილად ამ შესანიშნავი ბონუსის დაგემოვნება ... შენ გაიხარე მარი :))))) იტალიაააააა....
ვატიკანის ციებ-ცხელება, ტრევის შადრევანში აბრჭყვიალებული ხურდები, კორსოზე მოსეირნე გაპრანჭული
ბებიები, კოლიზეუმის
გველეშაპისებრი რიგები, ესპანეთის მოედანზე ოდრისებრი ფოტოები, ვენეციის მოედნის სულის
შემკვრელი სილამაზე და სახე გაბადრული იტალიელიები .... არასდროს მომბეზრდება იტალია! არც ჩემ მეგობრებს ბეზრდებათ :) და აი გაჟღერდა თუ არა ჩემი ჩემოდნის ჩალაგების ამბავი ქეთათო, ნინუცა და ეკი ზუსტად ერთ დღეში დაირაზმნენ იტალიის დასაპყრობად!!!! მართალია გარკვეული მიზეზების გამო სრული შემადგენლობით არ ვიყავით, მაგრამ მაინც საოცარი დღეები გავატარეთ რომაულ არდადაგებზე... და აი, ახლა, როცა მატარებელი ჩამოდგა firenzze-ს ბაქანზე და ქალაქი სრულიად შესაშლელი დამხვდა, ჩემს ფავორიტ ქალაქებს
ფლორენციაც დაემატა. ქუჩაში დადიხარ და თავი მუზეუმში გგონია. სწორედ აქ გამიელვა ფიქრმა - წელს მე ძალიან ბედნიერი ვარ.
მიუხედავად
იმისა, რომ მენატრება ლილიკოს კოცნა, გუროს მოსიყვარულე თვალები და თამრიკოს სითბო,
ვთვლი რომ ბედნიერია ადამიანი მაშინაც, როცა ეს ყველაფერი ჰქონდა... განიცადა თავისი
პატარა ცხოვრების მანძილზე და მხოლოდ თვალების დახუჭვაა საჭირო იმისთვის, რომ თავიდან
იგრძნო სითბო, გაიხსენო ხმა და ის დიდი სიყვარული, რომელიც ჩემი 33 წლის მანძილზე წვეთ-წვეთად
მაკლდებოდა.
არ
მინდა სენტიმენტები... აღარ მინდა დრამა და განცდა.
დღეს
მე ძალიან ბედნიერი ვარ!
რაც
იყო იყო .. კარგი კი იყო :)
იყვნენ
ადამიანები, იყო ტკივილი, იყო სიყვარული, იმედგაცრუება, ...
გადის
დრო და ეგუები იმას, რომ ეს აღარ გექნება.
სადღაც სივრცეში დაიკარგა.
ვეღარ
ვაკოცებ ლილიკოს ფუმფულა ყელში, ვეღარ დავაგემოვნებ მის გემრიელ ტყემალს და „ენაბილწ“
ხუმრობებს . ვეღარასოდეს ვეტყვი დედას მადლობას და ვერ გავებუტები იმის გამო, რომ მას
უბრალოდ არ ესმის ჩემი. ვეღარასოდეს მოვუხდი მამას ბოდიშს და ვეღარ მასწავლის ვაზის
ტოლმის დაპირებულ რეცეპტს. ვეღარ ვეტყვი ჩემ მამამთილს, რომ შეუძლია იამაყოს შვილით და შვილიშვილებით.
ვეღარასოდეს ჩავეხუტები ბოჩოს და ვეტყვი, თუ როგორი მადლობელი ვარ, იმის გამო რომ გვაჩუქა
ნუცა. ჩემი ლამაზი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჭკვიანი გოგო.
„ზორო“, შენ საუკეთესო
ბაბუა იქნებოდი <3
ადამიანები,
რომლებიც ძლიან მიყვარდით და ყოველთვის მეყვარებით, უბრალოდ გაქრით ჩემი ცხოვრებიდან,
მაგრამ ... ვხუჭავ თვალებს და თქვენ ჩემთან ხართ.
მე
თქვენ მიყვარხართ ..... და მე ბედნიერი
ვარ ....
ასე
რომ, ჩემო მეგობრებო, იყავით მშვიდად, რადგან ყველაფერი წარმავალია ამ ცხოვრებაში.
წინასწარ ნუ ნერვიულობთ მომავალზე. ჯობია დღევანდელ კვერცხს გაუფრთხილდეთ, ვიდრე ხვალინდელ
ქათამზე იდარდოთ :)
ასე
რომ, სულ მალე მეც 34 წლის გავხდები, გადავაბიჯებ
ქრისტეს ასაკს და დანარჩენს მერე მოგიყვებით :)